{{ block title }} კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ექსპერიმენტში! {{ endblock }} {{ block content }}
ეს არის ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებული კვლევითი ექსპერიმენტი, რომელიც ფინანსდება ააიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის კვლევითი გრანტით. მთლიან ექსპერიმენტს მაქსიმუმ 50 წუთი დასჭირდება. დარწმუნდით, რომ საკმარისი დრო გაქვთ.
ექსპერიმენტი შემუშავებულია იმის დასადგენად, თუ როგორ იღებენ ადამიანები ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს. იმისათვის, რომ ექსპერიმენტში მონაწილეობის მიღება შეძლოთ, უნდა იყოთ არანაკლებ 18 წლის.
თქვენი პასუხები შეინახება ანონიმურობისა და კონფიდენციალურობის დაცვით.
ექსპერიმენტის დასრულებისთანავე გადმოგეცემათ გარანტირებული 10 ლარი მონაწილეობის მიღებისთვის. ექსპერიმენტის დროს, თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად თქვენ შეგეძლებათ დამატებითი თანხის გამომუშავება. თქვენ მიიღებთ ინსტრუქციებს, თუ როგორ გამოიმუშაოთ დამატებითი თანხა.
ექსპერიმენტში მონაწილეობა სრულიად ნებაყოფლობითია და ექსპერიმენტის სესიის დროს ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ მონაწილეობის შეწყვეტა. თუმცა მონაწილეობის შეწყვეტის შემთხვევაში თანხას ვერ მიიღებთ.
თუ გაქვთ კითხვები, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: econexperiments.lebr@gmail.com
წავიკითხე ზემოთ მოცემული ინფორმაცია. ქვემოთ მოცემულ ღილაკ „გაგრძელება“-ზე დაჭერით თანხმობას ვაცხადებ ამ ექსპერიმენტში მონაწილეობაზე.