{{block title }} B ნაწილის ინსტრუქცია {{ endblock }} {{ block content }}
ამ ნაწილში უნდა ითამაშოთ ეკონომიკური გადაწყვეტილების მიღების თამაში.
თუმცა ვიდრე თამაშს დავიწყებდეთ, ჩვენ აგიხსნით წესებს, რომ დავრწმუნდეთ, რომ კარგად გაიგეთ თამაშის წესები.
როგორც კი ეკონომიკური თამაში დაიწყება, თქვენ დაჯგუფდებით სამ სხვა მონაწილესთან, რომლებიც დარეგისტრირდნენ ამ ექსპერიმენტში მონაწილეობის მისაღებად, ისევე, როგორც თქვენ. ამ სამი მონაწილის ვინაობა თქვენ არ გეცოდინებათ. არც მათ ეცოდინებათ თქვენი ვინაობა.
ბონუს თანხის ოდენობა რომელსაც დღეს მიიღებთ, დამოკიდებული იქნება ექსპერიმენტის დროს თქვენი და დანარჩენი სამი მონაწილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. თუ სხვაგვარად არ იქნება მითითებული, ინსტრუქციების განმარტების დროს ლარების მაგივრად გამოვიყენებთ ქულებს. ექსპერიმენტის ბოლოს თქვენ მიერ გამომუშავებული ქულების ჯამური რაოდენობა გადაიცვლება ლარებში შემდეგი კურსით: 1 ქულა = 0.025 ლარი.
მომდევნო გვერდებზე მოცემულია ექსპერიმენტის დეტალური აღწერა. გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ.